Tuesday, March 7, 2017

პროექტი

                                    ,


1. პროექტი:  ,,იმოგზაურეთ  საქართველოში”


2. პროექტის მთავარი იდეა (თემა):საქართველო - ჯგუფური  ნამუშევრების  შექმნა  და  პრეზენტაცია (საინფორმაციო  ბუკლეტები,  სარეკლამო ვიდეო (სლაიდები).
3. პროექტის  აქტუალობა:  ტურიზმის  განვითარების  მნიშვნელობა  ქვეყნისათვის,  საქართველოსადმი  გაზრდილი  ინტერესი  ამ  კუთხით,  უცხოურ  ენაზე  საკუთარი  ქვეყნის  წარდგენის  შესაძლებლობა.
4. პროექტის  მიზნები:  თემატური  ლექსიკური  ერთეულების,  ნასწავლი  ლექსიკურ-გრამატიკული  კონსტრუქციების  პრაქტიკული  გამოყენება,  ჯგუფური  მუშაობის,  თანამშრომლობის,  ზეპირი  მეტყველების,  პრეზენტაციის  უნარების  განვითარება.


5. ფუნქციების განაწილება ჯგუფში (დავეხმარო მოსწავლეებს თემების გააზრებაში,


რესურსების მოპოვებასა და ფუნქციების განაწილებაში)
მოსწავლეები  გადანაწილდებიან   ჯგუფებში (5  ჯგუფი).  თითოეული  ჯგუფი  სურვილისამებრ  აირჩევს  დავალებას.  ერთმა  ჯგუფმა  უნდა  მოამზადოს  ინფორმაცია  საქართველოს  შესახებ,  (გეოგრაფიული  მდებარეობა,  მოსახლეობა,  მსხვილი  ქალაქები,  დედაქალაქი,  ფართობი,  მცირე  რამ  ისტორიიდან,  ღირსშესანიშნაობები,  დამოუკიდებლობის  დღე  და  ა.  შ.),  ისინი  წარმოადგენენ  ჯგუფურ  ნამუშევარს  სარეკლამო  ვიდეორგოლის  ან  სლაიდების  სახით;  მეორე  და  მესამე  ჯგუფები  აირჩევენ  საქართველოს  რეგიონებს  და  წარმოადგენენ  ნამუშევრებს  სლაიდების  ან  კედლის  გაზეთის  სახით;  ორი  ჯგუფი  შექმნის  სარეკლამო  ბუკლეტებს  ტურისტებისათვის.   ჯგუფები  აირჩევენ  ლიდერებს,  გადაინაწილებენ  ფუნქციებს  (ინფორმაციის  მოძიება,  დახარისხება,  მხატვრული  გაფორმება,  ელექტრონული  რესურსების  გამოყენება,  ილუსტრაციების  მოძიება,  ტექსტის  შედგენა,  პრეზენტატორი).


6. მონაწილეთა ასაკი:  14-15  წ.


7. ვადები/ხანგრძლივობა: 2  კვირა

8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ინფორმაცია  საქართველოს  ისტორიის,  ღირსშესანიშნაობების  შესახებ,  ილუსტრაციები,   სლაიდები,  ვიდეომასალა,  ფერადი  ფურცლები,  მარკერები,  კომპიუტერი,  პროექტორი.


9. პროექტის მსვლელობა: მოსწავლეები  გადანაწილდებიან  ჯგუფებში,  აირჩევენ  ლიდერს,  გადაინაწილებენ  დავალებებს.  ერთი  კვირის  შემდეგ  ჯგუფები  წარმოადგენენ  პროექტის  მონახაზს - რა  მასალა  მომზადდა.  ვეხმარები  მასალის  დახარისხებაში,  ვახდენ  ტექსტების  რედაქტირებას,  შევახსენებ,  რომ   უნდა  აკონტროლონ  დრო - პრეზენტაციისათვის  გარკვეული  დრო  იქნება  გამოყოფილი.  პრეზენტაციამდე  კიდევ  ორჯერ  კეთდება  მიმდინარე  სამუშაოს  მონიტორინგი.
10.ეროვნულ  სასწავლო  გეგმასთან  კავშირი:
უცხ.ს. IV.24. მოსწავლეს  შეუძლია  უცხოურ  ენაზე  განახორციელოს  სხვადასხვა  სახის  პროექტი.
.მასწავლებელთან  ერთად  აყალიბებს  პროექტის  წარმატებით  განხორციელების  კრიტერიუმებს;
.მასწავლებელთან  ერთად  ადგენს  შესრულების  ვადებს;
. ახდენს  ცოდნისა  და  უნარების მობილიზებას,  განსაზღვრავს,  თუ  რა  ცოდნა  და  უნარები  უნდა  შეიძინოს  დასმული  ამოცანების  გადასაჭრელად;
.გუნდის  წევრებთან  ერთად  განსაზღვრავს  და  ინაწილებს  ფუნქციებს;
.გუნდის  წევრებთან  ერთად  მოიძიებს,  შეარჩევს  და  დაამუშავებს  ინფორმაციას;
.შეარჩევს  პროექტის  წარდგენის  ფორმას;
.განახორციელებს  პროექტს.
უცხ.ს.IV.25. მოსწავლეს  შეუძლია  დამოუკიდებლად  განსაზღვროს  შესასრულებელი  დავალების  მოთხოვნები.
.გამოკვეთს  დავალების  განხორციელების  ეტაპებს;
.განსაზღვრავს  საჭირო  სტრატეგიებს  დავალების  თითოეული  ეტაპისათვის.
უცხ.ს.IV.27. მოსწავლეს  შეუძლია  რესურსების  გამოყენება  სასწავლო  საქმიანობის  ხელშესაწყობად.
.ეფექტურად  იყენებს  სახელმძღვანელოს  რესურსებს;
.მოიძიებს  ინფორმაციას/სასწავლო  მასალას  ისტ-ის  მეშვეობით;
.იყენებს  ისტ-ს  ამა  თუ  იმ  მასალის/ტექსტის  შესაქმნელად/დასამუშავებლად.
უცხ.ს.IV.29. მოსწავლეს  შეუძლია  თანამშრომლობა  თანაკლასელებთან,  მასწავლებელთან,  მეწყვილესთან  შედეგების  დაუმჯობესების  ხელშეწყობის  მიზნით.
.მოქმედებს  გუნდის  წევრებთან  შეთანხმებულად.
.


11.პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): მარინა  ბარბაქაძე


12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: maribarbaqadze2017@gmail.com


13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:   marinabarbaqadze2017.blogspot.com                                                 










Monday, February 27, 2017

რუსული ენა სკოლაში

უცხოური ენების  ცოდნა  ძალზე მნიშვნელოვანია  თანამედროვე  ცხოვრებაში.  საქართველოს  საჯარო  სკოლებში  რამდენიმე  უცხოური ენა  ისწავლება, მათ  შორის  რუსული ენაც.  ნებისმიერი  უცხოური ენის სწავლების  ძირითადი  მიზანია  კომუნიკაციის  უნარის  განვითარება.
Image result for მოსკოვი

Как провести первый урок по русскому как иностранному